ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია უძველესი ადამიანის ნასახლარები მდინარე წყალწითელას ხეობაში: ცუცხვათის მღვიმეშინაქერალას ქედის ფერდობზე, ახალსოფლის ტბის მიდამოებსა და მდინარე საბელასურის ხეობაში. ანტიკური ხანის ნასახლარების არსებობა დასტურდება სოფლებში გადაღმა წყალწითელასოჩხეთიჯვარისაოჯოლაგელათიკურსებიოხომირა. მდინარე წყალწითელას ხეობაში არსებულ “ციხე-გორაზე” აღმოჩენილია ბრინჯაოსს იარაღის საწარმოები და ანტიკური ხანის კოლხური მონეტების ზარაფხანა.

1071 წლის ნიკორწმინდის “იადიგარში” ჩნდება სახელწოდება “ოკრიბა”. ფეოდალურ ხანაში ოკრიბა ნაწილი იყო ქუთაისის საერისთავოსი, რომელიც მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და ხანისწყლის დასავლეთ მხარეს გურიამდე(გვიანფეოდალური ხანის საჩხეიძეოსალომინაო და საჯავახო. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო. ოკრიბაში მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა, თუმცა ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრებიც. ოკრიბის სოფლების უმეტესობა მხეიძეების საგვარეულოს ეკუთვნოდა. იმერეთის სამეფოსსამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე სადროშოში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი გელათის ეპისკოპოსი იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო გელათის მონასტერი და მოწამეთა. XIX საუკუნიდან ოკრიბამ სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლა განიცადა.

 

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge