ტყიბულის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული იმერეთის მხარეში.

ტყიბული მდიდარია ისეთი წიაღისეულით, როგორიცაა ქვანახშირი და ტეშენიტი. ქვანახშირი მოიპოვება ტყიბულში. ტეშენიტი კი სოფლებში: კურსებიოხომირაკოკაბუეთი და ცუცხვათი. კურსებში ფუნქციონირებს ტეშენიტის მოსაპირკეთებელი ფილების დიდი დამამზადებელი ქარხანა.

ასევე მოიპოვება დიპტოლიტური და ნახშიროვანი ფიქალები, ქალცედონიბარიტი, კვარცის ქვიშები, მარმარილობაზალტიგიშერი, ცეცხლგამძლე და საცემენტე თიხები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მინერალური წყალიკურსებშიბუეთშისოჩხეთშიკოკაშიცუცხვათშიმუხურასა და ლეღვაში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდინარეებია ლეხიდარიძუსა, ტყიბულა, მაღარა-ჭიშურა, წყალწითელა, ქვეხუნა. არის რამდენიმე ჩანჩქერი მუხურსა და ძმუისში.

ფლორა და ფაუნა წარმოდგენილია როგორც ვიწრო არეალის კოლხური, ასევე კავკასიური ენდემური სახეობებითა და ჯიშებით, რელიქტური მცენარეებია ბზაუთხოვარიშქერიწაბლი . სოფელ სოჩხეთში დგას 1500 წლის ხე. გვხვდება კორომები: უთხოვარის – ცუცხვათშიწაბლის – მდინარეების ტყიბულასა და ძუსასხეობაში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეადგენს 11700 ჰა-ს, აქედან მარცვლეულ კულტურას უკავია 4000 ჰა, ვაზს 300 ჰა, ბაღებს 2400 ჰა. სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტია სიმინდი, ასევე განვითარებულია მევენახეობა. საბჭოთა პერიოდში წამყვანი დარგი იყო მეჩაიეობა, ფუნქციონირებდა ტყიბულისა და ორპირისცუცხვათის ჩაის ფაბრიკები. ამჟამად ჩაის კულტურას 200 ჰა ფართობი უჭირავს და მოქმედებს ტყიბულის ჩაის ფაბრიკა.

სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მეცხოველეობა, კონკრეტულად კი მეღორეობა. ამჟამად მუნიციპალიტეტში 1200 მსხვილფეხა პირუტყვია. მათ შორის დაახლოებით 5200 ფურია. მნიშვნელოვნად იმატა თხების რაოდენობამ. კარგად ვითარდება მეფუტკრეობა. სკათა რაოდენობამ 6000-ს აჭარბებს. ტრადიციულად მნიშვნელოვანი დარგი იყო მეხილეობა, სადაც ძირითად როლს ხრესილის საკონსერვო ქარხანა ასრულებდა, თუმცა ეს დარგი თმობს პოზიციებს.

მრეწველობის ძირითადი დარგია ქვანახშირის მოპოვება. ტყიბულში მოქმედებს ქვანახშირის მომპოვებელი ორი შახტა და ერთი ქავანახშირის გამამდიდრებელი ქარხანა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილია ტყიბულის წყალსაცავი.

 

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge