მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაშია შესული ბაგრატის ტაძართან ერთად.

გარდა გელათისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა სამონასტრო კომპლექსი მოწამეთა, ასევე ჯვარისცუცხვათის და საწირის ციხეები. სხვა ისტორიული ძეგლებია:

  • ადრეული შუასაუკუნეების ციხე “შეუპოვარი” და შუა საუკუნეების “ელდათის” ეკლესიამუხურაში
  • შუა საუკუნეების ციხე და ეკლესიაციხიაში
  • X საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და შუა საუკუნეების ციხეჯონიაში
  • X საუკუნის მთასაყდარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაძმუისში
  • X – XI საუკუნეების ზენობნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, შუა საუკუნეების სამი კოშკი და ორი ეკლესიაკურსებში
  • X – XI საუკუნეების მთავარანგელოზის კარის ეკლესია და გვიანი შუასაუკუნეების კოშკიძიროვანში
  • XI – XII საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაკისორეთში
  • XII საუკუნის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაბუეთში

არქეოლოგიური ძეგლები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ცუცხვათის მიდამოებში აღმოჩენილია ცუცხვათის მღვიმე, რომელიც რომელიც 13 სართულისაგან შედგება. რამდენიმე სართულში წარმოქმნილია სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმეთა შორის სჭარბობს ე.წ. „თბილი მღვიმეები”, რომლებიც საცხოვრებლად გამოუყენებიათ პირველყოფილ ადამიანებს. ეს მღვიმე საკულტო დანიშნულებისათვისაც ყოფილა გამოყენებული. მღვიმეში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე, აგრეთვე ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები. არქეოლოგიურმა ძიებამ დაადასტურა, რომ ეს მხარე ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასასრულს იყო სამთამადნო წარმოების კერა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სხვა არქეოლოგიური ძეგლებია ქვის ხანის იაზონის მღვიმე და საბელასერის შუა ქვის ხანის სადგომ-სახელოსნო.

 

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge