30 ნოემბრის სტიქიამ  მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ტყიბულის მუნიციპალიტეტს. სტიქიით გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მთავრობამ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად,  შესაბამისი ღონისძიებები ოპერატიულად გაატარა და  უკვე მოსახლეობისთვის გადასახური მასალების გადაცემა მიმდინარეობს.

არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცვნენ და მასალის დარიგების პროცესს დაესწრნენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიგი კობიაშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე.

მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის მიერ,  მყისიერად იქნა შესწავლილი დაზიანებული ობიექტების მდგომარეობა და დადგინდა სტიქიისგან გამოწვეული ზარალის ოდენობა.

ამ დროის მონაცემებით ზარალმა 760 000 ლარს მიაღწია. ძლიერმა ქარმა, სოფელ სოჩხეთში,  ცნობილაძეების სახლი მთლიანად დაანგრია, ხოლო ქალაქში 30-მდე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებულ 9  შენობა-ნაგებობასა და  30  ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 760 000 ლარიდან,  360 000 ლარით შეძენილი იქნა სახურავი მასალა, რომელიც ეტაპობრივად ურიგდებათ  დაზარალებულებს, ხოლო 400 000 ლარი გათვლილია მასშტაბური დაზიანებების აღმოსაფხვრელად. იქ სადაც მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს სტიქიისგან მიყენებული ზიანის გამოსწორებას,  სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეული კერძო კომპანიები განახორციელებენ.

 

3

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge