30 ნოემბრის სტიქიამ  მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ტყიბულის მუნიციპალიტეტს. ამ დროის მონაცემებით, ზარალმა 300 000 ლარს გადააჭარბა, თუმცა ინფორმაციის დაზუსტებისა და  დათვლის პროცესი ისევ გრძელდება. ძლიერმა ქარმა, სოფელ სოჩხეთში,  ცნობილაძეების სახლი მთლიანდად დაანგრია, ხოლო ქალაქში 30-მდე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ადმინისტრაციულ ერთეულებში კი არსებულ შენობა-ნაგებობებსა და  20  კერძო საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა.

1

მთავრობამ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, სტიქიით გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად,  შესაბამისი ღონისძიებები ოპერატიულად გაატარა,  მიმდინარეობს გადასახური მასალების შეძენა,  რომელიც დაზარალებულებს  გადაეცემათ.

სოფელ  სოჩხეთში, გელა ცნობილაძის 5 სულიან ოჯახს, ახალი სახლის ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალები უკვე გადაეცა.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge