ტყიბულში, ძველი გარე განათების სანათების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს. სამუშაოები ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყო, სადაც ძველი ლამპიონების, ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლება ხდება.

4

მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერის საშუალებით, გარე განათების რეაბილიტაციისთვის, სხვადასხვა სიმძლავრის 780 თანამედროვე დიოდური (LED) სანათი შეიძინა, რომელითაც გარე განათების ქსელი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და ძირითად უბნებში განახლდება.

ქსელის განახლების პროცესს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე დაესწრო, რომელიც აღნიშნა, რომ დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა ქალაქის უკეთეს ვიზუალურ, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ განათებას უზრუნველყოფს. მისი განცხადებით, ახალი სანათების მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც ტყიბულის გარე განათებაში დახარჯულ ელექტროენერგიასა და ექსპლუატაციის ხარჯებს შეამცირებს.

რაც შეეხება ძველ სანათებს, ისინი სოფლებში და იმ ქუჩებზე დმონტაჟდება, სადაც ამის საჭიროება არსებობს. მომავალში კი მუნიციპალიტეტის გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება თანამედროვე ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით.

მიმდინარე სამუშაოებს, ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების თანამშრომლები აწარმოებენ.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge