ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძე და ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია, ქალაქის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ და მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
 13

თემურ ჩუბინიძემ სწავლის დაწყება გამორჩეულად პირველკლასელებს მიულოცა.
მან პატარებს საინტერესო, სიახლეებით დატვირთული წელი უსურვა და საკრებულოს თავმჯდომარესთან და რესურსცენტრის უფროსთან ერთად ნოუთბუქები გადასცა.
 
2018–2019 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, სოფლების საჯარო სკოლებში ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც მიულოცეს.
 
დღეს, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელმა ნოუთბუქთან ერთად სახელმწიფოსგან საჩუქარად ახალი სახელმძღვანელოებიც მიიღო.
 
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წელს პირველად სკოლაში 204 პირველკლასელი წავიდა.
  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge