ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, სოფელ მუხურაში გზის რეაბილიტაციის პროცესს დაესწრო. ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ამჟამად ბეტონის საფარი 550 მეტრიან მონაკვეთზე იგება, რომლითაც 1500 ბენეფიციარი ისარგებლებს.

1

113 432 ლარის ღირებულების სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მიმდემი“ ასრულებს. ტყიბული- მუხურის საავტომობილო გზის უდიდესი ნაწილის რეაბილიტაცია, გასულ წლებში განხორციელდა.

სოფლის ცენტარამდე დარჩენილი ნახევარ კილომეტრიანი მონაკვეთი კი, მომავალ წელს კეთილმოეწყობა. წელს, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია 19 მიმართულებით ხორციელდება და ჯამში 10 კმ-იან მონაკვეთის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 900 000 ლარს შეადგენს. თემურ ჩუბინიძე სოფლის პრობლემებითაც დაინტერესდა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge