ტყიბულში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება.ამჟამად, არსებული გზაზე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, განსაზღვრულია გზის საფარისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის კაპიტალური კეთილმოწყობა. თითქმის კილომეტრიან მონაკვეთზე, 20 სმ სისქისა და 8 მეტრი სიგანის არმირებული ბეტონი დაიგება.

011

გზის მთელ პერიმეტრზე გაკეთდება თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა და მგზავრთა ორი მოსაცდელი. გზის ორივე მხარეს მოეწყობა სანიაღვრე არხები, წყალშემკრებები, ხიდ-ბოგირები, ბორდიურები, ტროტუარები, მიმდებარედ არსებულ სარკინიგზო გადასასვლელთან მოხდება კიბის საფეხურებისა და მოაჯირების რეაბილიტაცია, მოწესრიგდება დაზიანებული საყრდენი კედლები .

აღსნიშნავია, რომ არსებული მონაკვეთის რეაბილიტაცია, რამდენიმე ათეული წელია არ განხორციელებულა.

პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს ,,მიმდემი“ ასრულებს, რომელიც ნოემბრის თვეში უნდა დასრულდეს.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge