ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, მინი-ფეხბურთის ტურნირს აწყობს. შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს 18 წლის ასაკიდან.თამაშები ოლიმპიური სისტემით გაიმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა, მ/წ 9 აგვისტოს, 12 საათამდე, განაცხადები უნდა წარმოადგინონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურში.

cdaed145079747c09bc46e999d2f
განაცხადში ნებადართულია 10 ფეხბურთელის, ერთი წამომადგენლისა და პასუხისმგებელი პირის შეყვანა, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს პირადობის მოწმობის ასლები.

ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართება 9 აგვისტოს, 14:00 საათზე, ხოლო თამაშები დაიწყება 13 აგვისტოს, სოფელ საწირის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე.

I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, თასებითა და ფულადი პრიზებით( 400, 300, 200 ლარი) დააჯილდოებს. ასევე გამოვლინდებიან, საუკეთესო მცველი, სუკეთესო თავდამსხმელი, ყველაზე ასაკოვნი და აქტიური მონაწილე, რომელთაც სპეციალური პრიზებით გადაეცემათ .

საკონტაქტო პირი: ალეკო ბიბილაშვილი, ტელ.591193945 ელ. ფოსტა: ale.bibilashvili@gmail.com

დებულება, იხილეთ ლინკზე https://drive.google.com/…/1vesL1zQB4vTK2u68gibekwv_a…/view…

განაცხადის ფორმა, იხილეთ ლინკზე https://drive.google.com/…/1feygf9ZQy2f3rf6F_xKAYIdr1…/view…

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge