იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ვიცე გუბერნატორმა, იოსებ ხახალეიშვილმა, ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გახსნეს.

12

პროექტის ფარგლებში, გელათის მონასტერი–ცუცხვათის მღვიმოვანი–ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი 24,4 კმ. სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ასევე გაკეთდა 5 საბანაკე ადგილი და 5 გადასახედი მოედანი. ტურისტული ბილიკის გასწვრივ დაიდგა ნიშნულები, საინფორმაციო დაფები, განხორციელდა ბილიკის მარკირება, დაიბეჭდა ბილიკის ქართულენოვანი საინფორმაციო ცნობარი და რუკა. ტურისტული მარშრუტით, ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული 15–მდე ისტორიული ძეგლი მოინახულონ.

მუნიციპალიტეტის მერიამ, საფეხმავლო ბილიკის გხსნასთან დაკავშირებით, ორდღიანი სალაშქრო ტური მოაწყო, რომილის ფარგლებში, მოხალისეებმა ფეხით, გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ცუცხვათის მღვიმოვანამდე 14 კილომეტრი გაიარეს და იქ დაბანაკდნენ.

პროექტი, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდამჭერით, „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემების და მიკრო-მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა” იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ადმინისტრირებით განახორციელა.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge