ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე უძღვებოდა.
თათბირს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, სამსხურის უფროსები, საკრებულოს წევრები, ორგანიზაციების ხელმძღვანელები,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

IMG_0148

თემურ ჩუბინიძემ თათბირის დასაწყისში, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ახლადდანიშნული ხელმძღვანელები, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, თეიმურაზ ცქიფურიშვილი და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ვახტანგ გვენეტაძე წარადგინა და მათ წარმატებები უსურვა.

სამსახურის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს გასული კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ და მუნიციპალიტეტის პირველი პირისაგან შესაბამისი დავალებები მიიღეს. მთავარი აქცენტები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთდა.

მუნიციპალიტეტმა, სოციალური დახმარების პროგრამის, საცხოვრისით უზრუნველყოფა და ხანძრით, ბუნებრივი კატასტროფითა და სხვა მიზეზებით დაზარალებულთა ქვეპროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი სახლი შეიძინა და მეოთხე ოჯახი გაახარა.

თათბირის დასასრულს მერმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში, სოფელ საწირეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაიწყება, ამჟამად კი მე-7 საჯარო სკოლის ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის ადგილზეც ახალი აშენდება.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge