ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ორპირის კულტურის ცენტრის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტყიბულისა და ქუთაისის ჯგუფებმა დროულად შეძლეს ხანძრის ჩაქრობა.

IMG_4544

ცეცხლის შედეგად დაზიანდა სახურავის ნაწილი.

ხანძრის ადგილზე იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ დალაქიშვილი, ტყიბულის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობხიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსი ვოვა ჯღამაძე.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge