ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე უძღვებოდა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე, დეპუტატები, თანამომხსენებლები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
2
სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო , დარბაზში მყოფებმა პატივი მიაგეს ცოტა ხნის წინ, ტრაგიკულად გარდაცვილი ახალგაზრდა მსახიობის, სანდრო ბუცხრიკიძის ხსოვნას.

დღის წესრიგით მიხედვით საკრებულომ 6 საკითხი განიხილა და დაამტკიცა. ცვლილებები შევიდა რამდენიმე დადგენილებისა და განკარგულების პროექტში. მათ შორის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის პროგრამულ ბიუჯეტში.

საკრეებულომ, ასევე მოისმინა და დადებითად შეაფასა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციული, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელებისა და ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის 2018 წლის პირველ ნახევარში (5 თვეში) გაწეული მუშაოების შესახებ ანგარიშები.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge