საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ტყიბულში სპორტული ღონისძიებები დილიდან დაიწყო. გაიმართა მასობრივი მძლეოსნური გარბენი და სწრაფ ცურვაში შეჯიბრება მოეწყო.მარათონში ჩართულმა ახალგაზრდებმა ,,სპორტული ცენტრიდან“ სასტუმრო ,,ტყიბულის“ მიმდებარე ტერიტორიამდე არსებული მონაკვეთი სირბილით დაფარეს.

2
სპორტის ორივე სახეობაში გამოვლინდნენ ვაჟთა და ქალთა შორის გამარჯვებულები, რომლებსაც სიგელები მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სპორტული აქტივობები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის გნვითარების სამსახურის ორგანიზებითა და ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ჩართულობით ჩატარდა.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge