ტყიბულიში, ღია ცის ქვეშ, ილია II სახელობის ბავშვთა სასულიერო თეატრ-სტუდია ,,ნატვრისთვალი“-ს ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება დატვირთული იყო ქორეოგრაფიული კომპოზიციებით, მუსიკალური ნომრებითა და შემეცნებითი თამაშებით, აგრეთვე შეიმჩნეოდა ფლეშმობის მომენტებიც.
1

მაყურებელთა შორის მრავლად იყვნენ პატარები, რომელთაც თეატრ-სტუდიის ხელმძღვანელმა ლალი კუბლაშვილმა ,,ნატვრისთვალი“-ს აღსაზრდელებთან ერთად ფერადი გარემო და საზეიმო განწყობა შეუქმნა.

ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართევლობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ილია II სახელობის ბავშვთა სასულიერო თეატრ-სტუდია ,,ნატვრისთვალს“, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ საჩუქრად 10 000 ლარი გადასცა.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge