ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ლომთაძემ და ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ნიკა წიქრიძემ  ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტირული  სამუშაოები დაათვალიერეს.

1

ხელმძღვანელი პირები წერეთლის ქუჩაზე იმყოფებონენ, სადაც  ბეტონის საფარის დაგების პროცესს დაესწრნენ.

ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტია, რომელიც გასულ წელს დაიწყო და ამისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 954 165 ლარი გამოიყო.

პროექტი 41 მიმართულებით, შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, მხოლოდ რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობაა დარჩენილი, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ა.ლ.მ. ევროტექნიქსი“ აწარმოებს.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge