ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშაბათის ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე უძღვებოდა. თათბირს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, მერის პირველი მოადგილე, სამსხურის უფროსები, საკრებულოს წევრები, ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული ერთეულების და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1

მუნიციპალიტეტის მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან გასული კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და შესაბამისი დავალებები გასცა.

მუნიციპალიტეტის მერმა, შესაბამის სამსახურებს მე-6 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის საჭირო ინვენტარით აღიჭურვა დაავალა, რათა სკოლამდელ დაწესწბულებაში ახალ სასწავლო წელს სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს. მან აგრეთვე რამდენიმე საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ ახლო მომვალში ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ძველი სანათები ახალი თანამედროვე ტიპის სანათებით შეიცვლება, შეიღებება გარე განათების ბოძები და მოინიშნება გზები.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა და სპეციალისტები არიან მობილიზებულნი.
მავნებლის გავრცელების კერები და საკარმიდამო ნაკვეთები თერმული ნისლის ტექნოლოგიით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge