ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველკვირეული თათბირი, ქვანახშირის ღია მოპოვების კერძო კარიერზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ, მერის მოადგილემ სოფიო ბოჭორიშვილმა, სამსხურის უფროსებმა, საკრებულოს წევრებმა, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ადმინისტრაციული ერთეულების და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სანდრო ბუცხრიკიძისა და რეზო ლომთაძის ხსოვნას.

1
მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურის უფროსებისგან გასული კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინა და შესაბამისი დავალებები გასცა. თათბირზე, აგრეთვე იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ქალაქში, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სანიაღვრე არხების მოწესრიგებაც ხორციელდება.
თათბირის მსვლელობისას აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტს საჩუქრად 50 ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი გადაეცა, რომელიც სხავდასხვა ტერიტორიაზე საჭიროების მიხედვით განლადება. მეწარმეებს დაურიგდათ გაფრთხილების წერილი, ქალაქში მათ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იერსახის მოწესრიგებასთან დაკავშირებით.
თათბირი მნიშვნელოვანი ინფორმაციით დასრულდა. მუნიციპალიტეტმა, სოციალური დახმარების პროგრამის, საცხოვრისით უზრუნველყოფა და ხანძრით, ბუნებრივი კატასტროფითა და სხვა მიზეზებით დაზარალებულთა ქვეპროგრამის ფარგლებში, სამ ოჯახს სახლი შეუძინა.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge