ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქვანახშირის მომპოვებელ კერძო კარიერზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ადამიანის, სანდრო ბუცხრიკიძისა და რეზო ლომთაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც მიმდინარე წელს უკვე მეორედ დატრიალებული უბედურების გამო განვიცდით.

ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და სრულიად ტყიბულს. მათი დაკარგვა უდიდესი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge