ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ და   და საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტირულ სამუშაოებზე მონიტორინგი განახორციელეს.

1
ხელმძღვანელი პირები ბარათაშვილისა და მერკვილაძის ქუჩებზე იმყოფებონენ,  სადაც ქალაქის შიდა გზებზე ბეტონის საფარის დაგება ხორციელდება. ბარათაშვილის ქუჩაზე  ბეტონის  საფარი 310, ხოლო მერკვილაძის ქუჩაზე 335 მეტრიან მონაკვეთზე იგება და   მათი საერთო  ღირებულება 67 000 ლარს შეადგენს.

ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტია, რომელიც გასულ წელს დაიწყო და ამისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 954 165 ლარი გამოიყო.
პროექტი 41 მიმართულებით, შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.  აღნიშნული სამუშაოების  დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, მხოლოდ  რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობაა დარჩენილი, რომელიც  ივნისის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ა.ლ.მ. ევროტექნიქსი“ აწარმოებს.

მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე,  ტყიბული- ახალსოფლის საავტომობილო გზაზე გარე განათების   ბოძების შეღებვის  პროცესითაც  დაინრტერესდნენ და მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. საყრდენი ბოძების შეღებვას   .(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება ახორციელებს.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge