ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები ჩამოაბრძანეს.
ხატების მოგზაურობა საქართველოში, ავტოკეფალიისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს და დაბადებიდან 85 წლისთავს ეძღვნება. ხატები მრევლათან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ მოილოცა.
2
აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. 9 ივნისამდე მრევლს საშუალება აქვს მოილოცოს სიწმინდეები და მონაწილეობა მიიღოს ღვთისმსახურებაში.

საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება, ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ყოველდღიურად ჩატარდება, ხოლო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 4-დან 8 ივნისის ჩათვლით კულტურულ- საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართება.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge