ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო პროცესი რამდენიმე ტიპის სამუშაოს მოიცავს. პროექტის ფარგლებში განსზღვრულია შენობის სახურავის სრული რეაბილიტაცია, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა და საგამოფენო დარბაზში დაზიანებული ჭერის შეკეთება.

11
მუზეუმში მიმდინარე სამუშაოები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ლომთაძემ დაათვალიერეს.

პროექტი, რომლის ღირებულება 52 700 ლარია, რეგიონული ინიციატივების ცენტრის, „ნათელი მომავლისა” და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თნადაფინანსებით ხორციელდება.

ეთნოგრაფიული მუზეუმი ტყიბულში 1930 წელს აშენდა.

ორსართულიანი ნაგებობა 6 საგამოფენო დარბაზს მოიცავს, სადაც დაცულია კულტურული და ისტორიული არტეფაქტები, რომელთა რიცხვი 1800-ს შეადგენს.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge