2 ივნისს, ტყიბულში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს ჩამოაბრძანებენ. ხატები, ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს მათი მოლოცვის შესაძლებლობა მიეცემა.

23509194_1682653978462381_1997061371227202011_o

ხატების მოგზაურობა ეძღვნება 2017-18 წლებში საქართველოში ავტოკეფალიისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის საიუბილეო თარიღებს, აგრეთვე უკანასკნელი 40 წლის მანძილზე სულიერი ცხოვრების აღორძინებას.

საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება, ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ყოველდღიურად ჩატარდება, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, 4-დან 8 ივნისის ჩათვლით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge