ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დისკუსია გაიმართა თემაზე ,,ქვს თუ არა ტყიბულს ალტერნატიული განვითარების შესაძლებლობა“.
1

პროექტს დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბეჭდური და ონლაინ გამოცემა„ლიბერალი” ფონდ „ღია საზოგადოების” მხარდაჭერით მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის ახორციელებს. პროექტი გულისხმობს თვეში ერთი მუნიციპალიტეტის შერჩევას, მის ირგვლივ სტატიების, რეპორტაჟების, ვიდეოების, ფოტოამბების მომზადებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანალიზს და მოსახლეობის რეალურ საჭიროებებთან შედარებას.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ტყიბულის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ლომთაძემ, რომელმაც ტყიბულის მერიის საქმიანობის ანგარიში წარდგენა, ისაუბრა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებზე, არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
გაიმართა „ლიბერალის“ ჟურნალისტების, სოფო აფციაურისა და თათია ხალიანის მიერ ტყიბულში გადაღებული მასალების პრეზენტაცია.

ჟურნალისტებმა დისკუსიის სტუმრებს წარუდგინეს ჟურნალისტური მოკვლევის შედეგები, გააცვნეს საკუთარი შთაბეჭდილებები და მიღებული ინფორმაცია ტყიბულის შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ, მეშახტე ლევან ბეშკენაძე,საქნახშირის შრომის დაცვის, ეკოლოგიის, ტექნიკური უსაფრთხოების დირექტორი დავით რობაქიძე, მხატვარი, აქტივისტი ლუიზა ლაფერაძე და რიგითი მოქალაქეები. დისკუსიას ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხებოდა, მეშახტეთა შრომით უფლებებს, უსაფრთხოებეას და რიგ საკითხებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge