ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი“-ს წარმომადგენლებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდა გამართეს თემაზე ,,გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში”.

20
ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცვნეს პროექტის – „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ – ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტი „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში – სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის“ .
შხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, გენდერული საბჭოს წევრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ფონდის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტების გენდერულ პოლიტიკის, გამოცდილებისა და გამოწვევების შესახებ.
მოიყვანეს პილოტური გენდერული საკონსულტაციო საბჭოების მაგალითი. ყურადღბა გაამახვილეს გენდერული მრჩევლის ინსტიტუტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქალთა, ახალგაზრდების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ. აგრეთვე კვალიფიციურ ადგილობრივ არასამთავრობო ოგანიზაციებთან გენდერული საბჭოს ფორმატში თანამშრომლობაზე.
შეხედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და ჩამოყალიბდა რეკომენდაციები.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge