ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილი ფონდ ,,აფხაზინტერკონტი“ -ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა იმ ახალი პროექტის შესახებ ისაუბრეს, რომლის განხორციელებას იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავენ. შეხვედრას სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.

1
ფონდი ,,აფხაზინტერკონტი“ საერთაშორისო ორგანიზაცია DELOIT G4G მხარდაჭერით იწყებს პროექტის განხორციელებას: ,,ქალთა შესაძლებლობის გაძლიერება იმერეთის რეგიონში“.

პროექტის მიზანია: ბიზნეს ლიდერი ქალბატონების შესაძლებლობების და უნარ-ჩვევების განვითარება, რათა გაიზარდოს მათი აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობაში.
პროექტის მთავარი აქტივობები:
 პროექტი მოიცავს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს, ტრენინგ-სემინარები მეწარმე ქალებისთვის ჩატარდება ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში: მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სიახლეები, სკანონმდებლო და საგადასახადო საკითხები, მარკეტინგი, მცირე და საშუალო ბიზნესისი დაფინანსება, წარმოება, მომსახურება, ბაზრის კვლევის ტექნოლოგიები, საბუღალტრო აღრიცხვა, ლიდერობის უნარები, ბიზნეს გეგმის მომზადება და პრეზენტაცია.

 ტრენინგ-სემინარი ადვოკატირება-ლობირებაში. მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: ადვოკატირების კამპანიის სამოქმედო გეგმა, მასმედიასთან მუშაობა, პრობლემების გამოვლენა და იდენტიფიცირება, ლობირების საკითხები.
 ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ევროკავშირთან ყოვლის მომცველი დოკუმენტის შინაარსს, სურსათის უვნებლობის საკითხებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების მოთხოვნებს და ნორმებს DCFTA.
 ბენეფიცირები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ განვითარებაში, კონცეფციებში, წარადგენენ თავიანთ პროდუქციას და მოახდენენ მათ რეკლამირებას. მეწარმე ქალბატონები მიიღებენ ინდივიდუალურ და ფგუფურ კონსულტაციებს, განავთარებენ თავიანთ უნრ-ჩვევებს და შესაძლებლობებს.
პროექტი, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და იმერეთის რეგიონალური სავაჭრო და სამრეწველო პალტასთან თანამშრომლობით განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზეWWW.aic.org.ge

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge