ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშაბათის ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე უძღვებოდა.თათბირს  მერის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა  და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2

მუნიციპალიტეტის მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან გასული კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

თათბირზე საუბარი ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, მათ შორის, ისაუბრეს  მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელ  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თათბირის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იცვლება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და დაწყებულია სატრანსფორმატორო ჯიხურების გადახურვაც.

როგორც შპს ,,ტყიბულგზა“-ს დირექტორმა რომან მაწკეპლაძემ განაცხდა, ახლო მომავალში იგეგმება გზების მონიშვნაც. დაიხაზება ტყიბული-ქუთასის, ტყიბული-თერჯოლის საავტომობილო და ქალაქი ცენტრალური გზები.

თათბირზე, ცნობილი ასევე  გახდა, რომ 15 მაისს, ტყიბულში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის წარმომადგენელი ჩამობრძანდება, რომელიც მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში  გამართავს შეხვედრას იმ ადამიანებთან, ვინც დაინტერესებულია  საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით. დასწრება 18-დან -35 წლის ასაკი ჩათვლით  ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თათბირის ბოლოს სასიამოვნო ინფორმაციამ გაიჟღერა.  რუმინეთში, ჭაბუკთა შორის გამართულ ევროპის თასზე ძიუდოში, ილია სულამანიძემ პირველობა კვლავ არავის დაუთმო და ტურნირის გამარჯვებული

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge