,,ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ პროექტ „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში” დასკვნითი კონფერენცია გამართა, რომლის მიზანი იყო პროექტის შედეგების წარდგენა.კონფერენციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
1 (2)
კონფერენციაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტს PIN-თან წარმატებული თანამშრომლობისთვის სერთიფიკატი გადაეცა.

შეხვედრა ოფიციალურად „ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოს მისიის დირექტორმა ონდრეი ნადვრონიკმა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელმა გახსნეს. ღონისძიება განმახორციელებული პროექტების, პარტნიორების, დაინტერესებული პირებისა და ბენეფიციების პრეზენტაციებს მოიცავდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, პროგრამის შედეგები თითოეული ბენეფიციარის პროექტის მაგალითზე შეეფასებინათ, გასაუბრებოდნენ ბენეფიციარებს და მათი პროექტების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაცნობოდნენ. ბენეფიციარებთან ერთად ღონისძიებას ევროკავშირის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები დაესწრნენ.
პროექტი ჩეხური ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ”-ის მიერ, ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო კავშირების გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ერთობლივი სათათბირო ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს ფორმირება, სოციალური ჩართულობის საკითხებზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა საქართველოს ოთხ, მათ შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, მადლობას უხდის ჩეხურ ორგანიზაციას „ფიფლ ინ ნიდ”-ის
ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge