ქუთაისში გვირილობის დღესასწაული განსხვავებულად იზეიმეს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, “გვირილობა 2018” მუხნარის ტყეში საქველმოქმედო ღონისძიებებით აღინიშნა. იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებმა ტრადიციული სამზარეულოს ნაცვლად მცირე პერფორმანსები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები და რეწვის ნიმუშები წარმოადგინეს.
1

ტყიბულის მუნიციპალიტეტმა ჩვეული სტუმართმოყვარეობით წარმოადგინა თავისი კუთხის ტრადიციები. მუხნარის ტყეში მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იყო, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოები და ტყიბულის ჩაი, რომლის დაგემოვნება ყველა მსურველს შეეძლო.

ტყიბულის კუთხეს, ასევე აშვენებდა პატარა მეშახტეები და სამხატვრო სკოლის მიერ შექმნილი სახალისო პერსონაჟები, ფილმიდან ,,შერეკილები“ , რომელიც გულგრილს არავის ტოვებდა.
„გვირილობა 2018“-ს ქუთაისში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახალხო დღესასწაულზე, სხადასხვა კულტურულ და სპორტულ აქტივობებთან ერთად მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ანსამბლებმა ,,ცხრაჯვარმა“ ქორეოგრაფიული, ხოლო ტრიო ,,აისმა“ მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ქართულ ჭიდაობაში შალვა სულამანიძემ კი მე-2 ადგილი დაიკავა.

გვირილობა (თეთრი გვირილის დღე) მე – 20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის ნიშნად ტარდებოდა. წელსაც გამოფენა–გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge