ტყიბულის საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტის სასახლემ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერლიგის, ჯგუფური ეტაპის მატჩს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ქუთაისის ,,ქუთაისი” და მარნეულის ,,დელტა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქუთაისის გამარჯვებით 96:91 დასრულდა.

IMG_7891
საკალათბურთო მატჩს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული დაესწრო. მან აღნიშნა, რომ ტყიბულის სპორტის სასახლე, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი სუკეთესოა ქვეყანაში და მომავალში შესაძლებელია დაიტვირთოს, როგორც სუპერ ლიგის თამაშებით, ასევე, სხვადასხვა ტურნირებითა და შეკრებებით.

საკალათბურთო მატჩის ტყიბულში გამართვა, 5 აპრილს დაღუპული 6 მეშახტის ხსოვნის პატივის მიგებას, მათი ოჯახებისთვის და მთლიანად ქალაქის მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოცხადებას ემსახურებოდა. შეხვედრის დროს, ასევე გაიმართა ტყიბულელი წარმატებული სპორტსმენების დააჯილდოვება.

იმერეთის ჩემპიონატზე მოასპარეზე ჩვენი ქალაქის გუნდის საუკეთესო მოთამაშეებს, გიორგი კობახიძესა და თორნიკე ცირეკიძეს ოლიმპიურმა კომიტეტმა წამახალისებელი პრიზები გადასცა. ღონისძიება იმერეთის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით გიმართა.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge