ველოტურის ფარგლებში, პროექტ ,,ევროგარბენი მშვიდობის გზის“ ერთ–ერთი ორგანიზატორი და ველომოგზაური ნოდარ ბერიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მას სპორტის სასახლესთან ტყიბულის მუნიციპალიტეეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის გნვითარების სამსახურის უფროსი ალეკო ბიბილაშვილი და სპორტული სექციების წარმომადგენლები ბავშვებთან ერთად შეხვდნენ.

IMG_7801
ნოდარ ბერიძე ცნობილი ველოსიპედისტის ჯუმბერ ლეჟავას მენეჯერი იყო და დღეს მის გზას პატრიარქის კურთხევით აგრძლებს.
ველომოგზაური საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. მისი მიზანია მოიაროს საქართველო და 26 მაისს თბილისში ჩავიდეს.

,,პროექტი მიზანად სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს .

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge