30 ნოემბრის სტიქიამ  მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ტყიბულის მუნიციპალიტეტს. სტიქიით გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მთავრობამ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად,  შესაბამისი ღონისძიებები ოპერატიულად გაატარა და  უკვე მოსახლეობისთვის გადასახური მასალების გადაცემა მიმდინარეობს. არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცვნენ და მასალის დარიგების პროცესს დაესწრნენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიგი კობიაშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე. მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის მიერ,  მყისიერად იქნა შესწავლილი დაზიანებული ობიექტების მდგომარეობა […]

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge