ტყიბულის საფეხბურთო კლუბმა ,,მეშახტემ“ პროფესიონალურ ლიგა 3-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ბოლო თამაშზე, ,,მეშახტემ“ სახლში ,,მაჭახელა“ 2:1 დაამარცხა და ახალგაზრდა მწვრთნელის, ლევან ჯოხაძის თაოსნობით, სეზონი საკუთარ მოედანზე წაუგებელი სერიით დაასრულა.

30 ნოემბრის სტიქიამ  მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ტყიბულის მუნიციპალიტეტს. სტიქიით გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მთავრობამ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად,  შესაბამისი ღონისძიებები ოპერატიულად გაატარა და  უკვე მოსახლეობისთვის გადასახური მასალების გადაცემა მიმდინარეობს. არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცვნენ და მასალის დარიგების პროცესს დაესწრნენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიგი კობიაშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე. მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის მიერ,  მყისიერად იქნა შესწავლილი დაზიანებული ობიექტების მდგომარეობა […]

30 ნოემბრის სტიქიამ  მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ტყიბულის მუნიციპალიტეტს. ამ დროის მონაცემებით, ზარალმა 300 000 ლარს გადააჭარბა, თუმცა ინფორმაციის დაზუსტებისა და  დათვლის პროცესი ისევ გრძელდება. ძლიერმა ქარმა, სოფელ სოჩხეთში,  ცნობილაძეების სახლი მთლიანდად დაანგრია, ხოლო ქალაქში 30-მდე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ადმინისტრაციულ ერთეულებში კი არსებულ შენობა-ნაგებობებსა და  20  კერძო საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა. მთავრობამ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, სტიქიით გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად,  შესაბამისი ღონისძიებები ოპერატიულად გაატარა,  მიმდინარეობს გადასახური მასალების შეძენა,  რომელიც დაზარალებულებს  გადაეცემათ. სოფელ  […]

2018 წლის ნოემბერში, ქალაქ კიევში ტყიბულის მუნიციპლაიტეტი მიწვეული იყო ევროკავშირის ინიციატივების – “მერების შეთანხმება” და “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ორგანიზებულ კონფერენციაზე. ინიციატივის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში მომზადდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც მოწონებული იქნა ევროკავშირის ინიციატივის სამდივნოსა და მსოფლიო ბანკის მიერ.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge