ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში  ადმინისტრაციული სამსახურის, იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმების მსურველებს  საშუალება ეძლევათ 5 ოქტომბრის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროსოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.hr.gov.ge ) დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ  კონკურსში. კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი  განცხადებების გადარჩევას, მეორე ეტაპი ზეპირ დავალებას, ხოლო  მესამე ეტაპი გასაუბრებას ითვლისწინებს. კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ, მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილური ტელეფონის მეშვეობით.  კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საჯაროსამსახურის ბიუროს შესაბამის ვებ–გვერდზე – www.hr.gov.ge.

დღეს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე უძღვებოდა. სხდომას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე ესწრებოდა. საკრებულომ, დღის წესრიგის მიხედვით სამი საკითხი განიხილა და დაამტკიცა. მათ შორის, ა.(ა.).ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების დირექტორის ანგარიში ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით. დეპუტატებმა, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისაგან, ასევე მოისმინეს ინფორმაცია მათ დაქვემდებარებაში მყოფ სოფლებში ზამთრის სეზონის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობაზე და შესაძლო გართულებებზე. მეორე საკითხი იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის […]

ტყიბულში, ძველი გარე განათების სანათების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს. სამუშაოები ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყო, სადაც ძველი ლამპიონების, ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლება ხდება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძე და ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია, ქალაქის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ და მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.  

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე(100% გრანტი) აბიტურიენტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის (ქ. ტყიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში) ვაკანტურ პოზიციაზე  ჰორიზონტალური გადაყვანის  (რაც გულისხმობს მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას იმავე დაწესებულებაში ან მის სისტემაში) მსურველმა  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებმა 2018 წლის 07 სექტემბრამდე განაცხადით შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge