ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მშვიდობის პარკში ( ,, ვაშლები”-ს ტერიტორიაზე) , თამარ ფანჩულიძის ორგანიზენბითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ტურისტული ფესტივალი Tamaras resort-ი ჩატარდა, რომელიც მიზნად ტყიბულის პოპულარიზაციას ისახავდა.

ტყიბულში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება.ამჟამად, არსებული გზაზე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, განსაზღვრულია გზის საფარისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის კაპიტალური კეთილმოწყობა. თითქმის კილომეტრიან მონაკვეთზე, 20 სმ სისქისა და 8 მეტრი სიგანის არმირებული ბეტონი დაიგება.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge