იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ვიცე გუბერნატორმა, იოსებ ხახალეიშვილმა, ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გახსნეს.

ბოლო დროს, ჩვენს ქალაქში განვითარებული მოვლენების გამო, ზოგიერთი მედიასაშუალება, საინფორმაციო სააგენტო და კონკრეტული პიროვნებები, ტყიბულს, სხვა არცთუისე სახარბიელო ეპითეტებთან ერთად, მოიხსენიებს, როგორც ,,სიკვდილს შეჩვეული ქალაქი“, ,,ღირსება აყრილი ქალაქი“, ,,სიკვდილის ქალაქი“ და ასე შემდეგ.

ტყიბულის ცენტრში მეშახტეთა მორიგი აქცია გაიმართა, რომელთა მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ადმინისტრაციაში მათ მიერ შერჩეული კადრები, აღდგეს შახტის მუშაობა და პრემიერმინისტრი ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში. ისინი პრემიერმინისტრისგან, ასევე ითხოვენ შახტის ფუნქციონირების განახლებამდე ხელფასის ანაზღაურებას, რომელიც ოფიციალური დოკუმენტით იქნება დადასტურებული.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამშაბათის ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე უძღვებოდა. თათბირს, მერის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილი, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ა.(ა.)ი.პ. ორგანიზაციების დირექტორები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე, მოსახლეობის ხელმისაწვდომობის მიზნით, გარკვეული სახის შეღავათები მოქმედებს. ის მომხმარებლები, რომლებიც ირიცხებიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, არიან მარტოხელა დედის, მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან ობლები, საცურაო აუზის ადმინისტრაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ბილეთის ღირებულებას, ნაცვლად ორი ლარისა, გადაიხდიან 1 ლარს და აუზის მომსახურებით ისარგებლებენ ერთი საათის განმავლობაში.

ტყიბულის ცენტრში მეშახტებმა აქცია გამართეს. მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მოთხოვნებია:  მოხდეს 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარი ჯგუფური უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა;

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილ მეშახტეებს, რომელთაც შახტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი შეხვდნენ.

მინდელის სახელობის შახტის წინ შეკრებილ მეშახტეებს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე შეხვდა. მეშახტეებს, შახტის ადმინისტრაციასთან კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, რომლის შესრულებას ითხოვენ. დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოება, შახტების დროებითი კონსერვაცია და ადმინისტრაციის ჩანაცვლება გამოცდილი კადრებით, ამ მოთხოვნებზე შეკრებილებმა მუნიციპალიტეტის მერთან ისაუბრეს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 16 ივლისს, მინდელის სახელობის შახტში დატრიალებული მორიგი ტრაგედიის გამო, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ექვსის დაშავება გამოიწვია. ამ მწუხარების ჟამს ძნელია მოძებნო სიტყვები იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც დატრიალებული უბედურების გამო კიდევ ერთხელ განვიცდით. მთელი გულით ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და სრულიად ტყიბულს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე უძღვებოდა. თათბირს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, სამსხურის უფროსები, საკრებულოს წევრები, ორგანიზაციების ხელმძღვანელები,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge