ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლებმა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში დასაქმების მსურველთათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე, მერის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილი ფონდ ,,აფხაზინტერკონტი“ -ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა იმ ახალი პროექტის შესახებ ისაუბრეს, რომლის განხორციელებას იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავენ. შეხვედრას სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge