,,ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ პროექტ „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში” დასკვნითი კონფერენცია გამართა, რომლის მიზანი იყო პროექტის შედეგების წარდგენა.კონფერენციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

ქუთაისში გვირილობის დღესასწაული განსხვავებულად იზეიმეს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, “გვირილობა 2018” მუხნარის ტყეში საქველმოქმედო ღონისძიებებით აღინიშნა. იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებმა ტრადიციული სამზარეულოს ნაცვლად მცირე პერფორმანსები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები და რეწვის ნიმუშები წარმოადგინეს.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge