ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში , საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მორიგი კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ასევე, აღინიშნა სოფლის დღესასწაული და ჩატარდა კონცერტი ქართული ესტრადის ვრსკვლევების მონაწილეობით.

,ექვთიმე ღვთისკაცი” – ასე ეწოდება ნიკოლოზ ხომასურიძის ისტორიულ-ბიოგრაფიულ ფილმს, რომლის ჩვენებაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში გაიმართა. ფილმი საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას ეძღვნება და ის 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს.

23 მაისს, 16:00 სთ-ზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში, ფილმის ,,ექვთიმე ღვთისკაცი“-ს ჩვენება გაიმართება. ფილმი საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრებას ეძღვნება. ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე უძღვებოდა. თათბირს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, მერის მოადგილე, სამსხურის უფროსები, საკრებულოს წევრები, ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული ერთეულების და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ტყიბულში სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და პლენერზე ხატვა მოეწყო.

ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში ტყიბულის შემოსასვლელში კედელი მოიხატა. თემატური გრაფიტის მოხატვაში ჩართული იყო ტყიბულის სამხატვრო სკოლა. პროცესში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე და მერის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილიც აქტიურად ოღებდნენ მონაწილეობას.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ტყიბულში მძლეოსნური გარბენი გაიმართა. სპორტულ აქტივობაში 80 ბავშვი იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც ,,სპორტული ცენტრიდან“ სასტუმრო ,,ტყიბულის“ მიმდებარე ტერიტორიამდე არსებული მონაკვეთი სირბილით დაფარეს.

ტყიბულის საცურაო აუზი სეზონის გახსნისთვის ემზადება. ახალი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით აუზზე კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით აქცია “მოდი ღამე მუზეუმში” ჩატარდა. აქციას ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შეუერთდა და საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელი მიიღო.

სოფელ მუხურაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბოლო წლების განმავლობაში ტყიბული- მუხურის საავტომობილო გზის უდიდესი ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა, თუმცა სოფლის ცენტრამდე 1,5 კმ-ანი მონაკვეთი კვლავ მოსაწესრიგებელია.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge