ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში  ადმინისტრაციული სამსახურის, იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმების მსურველებს  საშუალება ეძლევათ 5 ოქტომბრის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროსოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.hr.gov.ge ) დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ  კონკურსში. კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი  განცხადებების გადარჩევას, მეორე ეტაპი ზეპირ დავალებას, ხოლო  მესამე ეტაპი გასაუბრებას ითვლისწინებს. კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ, მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილური ტელეფონის მეშვეობით.  კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საჯაროსამსახურის ბიუროს შესაბამის ვებ–გვერდზე – www.hr.gov.ge.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის (ქ. ტყიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში) ვაკანტურ პოზიციაზე  ჰორიზონტალური გადაყვანის  (რაც გულისხმობს მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას იმავე დაწესებულებაში ან მის სისტემაში) მსურველმა  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებმა 2018 წლის 07 სექტემბრამდე განაცხადით შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში  ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის  პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჯარო მოხელეთა 4 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცახადა. კონკურსი შემდეგ პოზიციებზე გამოაცხადა:

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge