ტყიბულის საფეხბურთო კლუბმა ,,მეშახტემ“ პროფესიონალურ ლიგა 3-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ბოლო თამაშზე, ,,მეშახტემ“ სახლში ,,მაჭახელა“ 2:1 დაამარცხა და ახალგაზრდა მწვრთნელის, ლევან ჯოხაძის თაოსნობით, სეზონი საკუთარ მოედანზე წაუგებელი სერიით დაასრულა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის ვერცხლის დარბაზში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. ტურნირი უკვე მესამე წელია ტარდება და წელს მას ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა მსახიობის, სანდრო ბუცხრიკიძის, სახელი მიენიჭა.

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ტყიბულში სპორტული ღონისძიებები დილიდან დაიწყო. გაიმართა მასობრივი მძლეოსნური გარბენი და სწრაფ ცურვაში შეჯიბრება მოეწყო.მარათონში ჩართულმა ახალგაზრდებმა ,,სპორტული ცენტრიდან“ სასტუმრო ,,ტყიბულის“ მიმდებარე ტერიტორიამდე არსებული მონაკვეთი სირბილით დაფარეს.

22 აგვისტოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის ,,ვერცხლის დარბაზში“ ოფიციალურად გაიხსნა ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი “ტყიბული-2017”. ფესტივალი უკვე მეცხრედ იმართება და მასში ათი მუნიციპალიტეტის 70-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2017 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში ჩატარდება „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კონკურსი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთვრებულთა მედლებით დაჯილდოება გაიმართა. 15 ოქროსა და 9 ვერცხლის წარჩინებულ მედალოსანს, მედლები და სიგელები მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ კუბლაშვილმა და ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირინა კორძაიამ გადასცეს.

ტყიბულში, საცურაო აუზზე, ქალთა და ვაჟთა შორის სწრაფ ცურვაში შეჯიბრება გაიმართა. აღნიშნულ ასპარეზობაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ვაჟთ შორის პირევლ ადგილზე შალვა სულამანიძე გავიდა, მეორე ადგილი თორნიკე ჯმუხაძემ დიკავა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი წილად ნიკოლოზ ფოფხაძეს ხვდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ქორეოგრაფიული სტუდიის წლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა. საკონცერტო პროგრამა დატვირთული იყო მრავალფეროვანი სანახაობით. შესრულდა არაერთი ახალი საცეკვაო თუ მუსიკალური ნომერი. ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე დაესწრო, როელმაც ქორეოგრაფიულ სტუდიას და მისი ხელმძღვანელის თამაზ დვალას შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ტყიბულში მასობრივი მძლეოსნური გარბენი მოეწყო, რომელშიც 60-მდე მსურველი იღებდა მონაწილეობას. მარათონში ჩართულმა ახალგაზრდებმა ,,სპორტული ცენტრიდან“ სასტუმრო ,,ტყიბულის“ მიმდებარე ტერიტორიამდე არსებული მონაკვეთი გაირბინეს.

საფეხბურთო კლუბ ,,მეშახტე“-ს საწვრთნელი ბაზის, ე.წ. ძველი სტადიონის რეაბილიტაცია სრულდება. მიმდინარე სამუშაოებით ტყიბულის მუნციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე დაინტერესდა. გამგებელი, მოადგილესთან და შესაბამის სამსახურის უფროსებთან ერთად დეტალურად გაეცნო იმ სამუშაოებს, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

  • საკონტაქტო მონაცემები

    ტყიბულის მინიციპალიტეტი მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3
    ცხელი ხაზი: (497) 22 20 20
    e-mail: municipal@tkibuli.ge